მთავარი უკან შპს CO2 ლაზერს კაუკაზუს
პლიუსები

ეპილოგ მინი 18 ეპილოგ მინი 24 ეპილოგ ჰელიქსი ეპილოგ EXT36 ეპილოგ FiberMark სისტემის დამატებები ტექ მახასიათებლები პლიუსები ლაზერის შერჩევა როგორ ვიშოვო ფული

 

სისტემის პლიუსები

laser engraver system features

ეპილოგის ლაზერული სისტემის პლიუსები გამორჩეულია, რადგან მსოფლიოს არცერთი მწარმოებელი არ გთავაზობთ ყველა იმ დადებით ტექნიკურ სიკეთეს რომლებიც თავმოყრილია ეპილოგის ლაზერულ სისტემებში.

არა აქვს მნიშვნელობა, ეს არის ინტეგრირებული ვექტორული ცხაური, თუ ვაკუუმური მაგიდა, ჰაერის მილი თუ ავტომატური ფოკუსი, ცვლადი საწყისი წერტილი თუ წითელი ნიშნული, ნებისმიერი ეს სტანდარტული დამატება აფართოებს ჭრისა და გრავირების შესაძლებლობებს.

გადახედეთ  ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას და მიხვდებით, თუ რატომ არის ეპილოგის ლაზერი სწორი არჩევანი.

შესაძლებლობები და პლიუსები
 
წითელი ნიშნული

იმის გამო, რომ ლაზერი უხილავია, წითელი ნიშნული საშუალებას იძლვეა ხილვადი გახეს ადგილი სადაც ლაზერი დაიწყებს მუშაობას. ეს პლიუსი საშუალებას იძლევა გაკეთდეს საწყისი წერტილის ზუსტი განსაზღვრა არასტანდარტულ საგნებზე გრავირებისთვის.
ჰაერის მილი

ჰაერის მილი არის ლაზერული სისტემის კომპნენტი და ის აცილებს აირებს, სიცხესა და მტვერს გრავირების ადგილიდან, არ იძლევა აალების საშუალებას და ყოველივე ეს კიდევ უფრო მაღალი ხარისხით ჭრისა და გრავირების საშუალებას იძლევა.
ავტომატური ფოკუსი

გამოსახულების გრავირებისა და ჭრის მაღალი ხარისხის მისაღებად საჭიროა ლაზერის სხივის სწორი ფოკუსირება. ეპილოგის ლაზერული სისტემა ავტომატურად დაგიყენებთ საჭირო ფოკუსის სიმაღლეს. 
მაღალ ენერგიული (Radiance™) ოპტიკა

მაღალი ხარისხის ოპტიკა მოთავსებული ეპილოგ მინი, ჰელიქსსა და 36EXT მოდელებში იძლევა უმაღლესი ხარისხის ლაზერულ სხივს.  ნახეთ დამატებითი ინფორმაცია...
ინტეგრირებული ვექტორული ცხაური

მასალების ჭრისას ვექტორული ცხაური განუმეორებელი დახმარებაა, რადგან ის არ იძლევა ზედმეტი კვამლისა და ბოლის დაგროვების საშუალებას და რაც მთავარია მასალის მეორე მხარე დაცულია სიმხურვალის ზემოქმედებისაგან.

ინტეგრირებული ვაკუუმური მაგიდა

ასევე ეპილოგის ლაზერული სისტემის სტანდარტულ მახასიათებელი რომელიც საშუალებას იძლევა მცირედად მოღუნული მასალა მთელი სიბრტყით და სწორად გაეკრას მაგიდის ზედაპირს, რათა შევინარჩუნოთ ჭრის და გრავირების მაღალი ხარისხი .
ეპილოგ მინი და ჰელიქსის მართვის პანელი

ეპილოგ მინისა და ჰელიქსის მართვის პულტი გამოსაყენებლად ძალიან მარტივია. მისი საშუალებით შესაძლებელია გადავხედოთ ლაზერზე გაგზავნილ დავალებებს, შევცვალოთ სიჩქარე და სიმძლავრე, დავაყენოთ ახალი საწყისი წერტილი და ა.შ.
36EXT–ის მართვის პანელი

36EXT–ს მართვის პანელი უფრო სრულყოფილია.  შესაძლებელია დავალებების ლაზერში შენახვა და წაშლა, ავტო ფოკუსის მართვა რაც ლაზერული სისტემის კონტროლის მაქსიმალურ საშუალებას იძლევა.
ცვლადი საწყისი წერტილი

როდესაც დასამუშავებელი ნივთები არ არის მიდგმული ლაზერის მაგიდის კუთხეს ან არიან არასტანდარტული ფორმის, თქვენ შეგიძლიათ გრავირების საწყისი წერტილი მარტივად შეცვალოთ ხელით.
სტანდარტული ბეჭდვის დრაივერი

აირჩიეთ ქორელი, ადობის ნებისმიერი პროგრამა, არქიკადი, ავტოკადი ან სხვანებისმიერი გრაფიკული პროგრამა ლაზერული სისტემის სამართავად. ეპილოგის დრაივერი საშუალებას იძლევა მართოთ ლაზერი ნებისმიერი გრაფიკული პროგრამიდან.
3D სამგანზომილებიანი გრავიურა

შესაძლებელია 3 განზომილებიანი გამოსახულების გრავირება ლაზერის ბეჭდვის დრაივერში 3D ფუნქციის გააქტიურებით.
 დამატებითი ინფორმაცია...
ბეჭდების დამზადება

გამოიყენეთ ბეჭდვის სტანდარტულ დრაივერში ინტეგრირებული ბეჭდების გრავირების ფუნქცია. გრავირების შემდგომ კი შეგიძლიათ შემოჭრათ რეზინა ამავე ლაზერის მეშვეობით.
დამატებითი ინფორმაცია...
ხაზოვანი ენკოდერები

ეპილოგი არის მსოფლიოში ლაზერული სისტემების ერთადერთი მწარმოებელი, რომელმაც ყველა მოდელი აღჭურვა ხაზოვანი ენკოდერებით. ეს ენკოდერი საშუალებას იძლევა ლაზერმა განსაზღვროს ლაზერით დაცხრილვის ზუსტი დრო და ადგილი რაც ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხით გრავირებისთვის და სწორედ რომ ამ პლიუსის გამოა ეპილოგის გრავიურა მსოფლიოში საუკეთესო.
სერვო ძრავები

ეპილოგის ყველა ლაზეული სისტემის X და Y ღერძების ამძრავი ფუნქცია სწორედ სერვო ძრავებზეა დამოკიდებული. უწვეტი ციკლის სერვო ძრავები იძლევა წარმოუდგენლად სწრაფი აჩქარება/შეჩერების შესაძლებლობას, რაც ლაზერის სწრაფად მუშაობის გარანტიაა.
უცვეთი უჟანგავი ფოლადის როლიკები
 
არ არსებობს მოძრავი როლიკებიანი სისტემა, რომელიც იქნება ასეთი რბილი, სწრაფი და ზუსტი, როგორიც არის ეპილოგის სწორხაზოვანი უცვეთი მოძრავი სისტემა. 64 უჟანგავი ფოლადის ბურთულისაგან შემდგარი მოძრავი სისტემა ოპერირებს მაქსიმალურ სიჩქარეზე ყოელგვარი ჩავარდნის, შეკეთებისა თუ გრავირების ხარისხის დაკარგვის რისკის გარესე.
ლაზერის მილი

ძალიან დიდი განსხვავებაა ლაზერის მილებს შორის და სწორედ ამიტომ ეპილოგი იყენებს ისეთ ლაზერს, რომლის სხივი გამოირჩევა ენერგიის საუკეთესო სტაბილურობით და დაცხრილვის უმაღლესი სიჩქარით.
დამატებითი ინფორმაცია...
დავალების დამახსოვრება

დავალების დამახსოვრება 36EXT მოდელზე საშუალებას იძლევა ლაზერის ნებისმიერი ჩართვისას გაუშვათ შენახული დავალება კომპიუტერის გამოყენების გარეშე ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
ფოკუსის შიდა ღილაკი

მარტივი საშუალება 36EXT მოდელებზე მაგიდის სასურველ სიმაღლეზე დაყენებისთვის ისე, რომ არ მოგიწევთ მართვის პანელით სარგებლობა.
სასწრაფო გამორთვის ღილაკი

36EXT მოდელზე წინა მხარეს განთავსებული ღილაკი უსაფრთხოების მიზნით არის შექმნილი. ეს ღილაკი დაჭერისთანავე მომენტალურად გამოთიშავს მთლიან სისტემას აუცილებლობის შემთხვევაში.
Made in the USA ხარისხი

1988 წლიდან ეპილოგმა აქცენტი აიღო მსოფლიო კლასის ლაზერული სისტემების წარმოებაზე. ეპილოგის სახელი ცნობილია მსოფლიოში, როგორც ლაზერული ტექნოლოგიების პიონერი და მომხმარებლებზე განუმეორებელი ხარისხისა და მომსახურების მიმწოდებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 91–11–22

მთავარი ] უკან ]

Send mail to bekaz @ caucasus . net with questions or comments about this web site.
Copyright © 2006 CO2 Lasers Caucasus