სანამ აირჩევდეთ თქვენთვის ყველაზე უფრო მისაღებ
სისტემას გაითვალისწინეთ 4 მნიშვნელოვანი შეკითხვა,
რომლებიც თქვენ დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რომელი მოდელი არის თქვენთვის ყველაზე
უფრო მისაღები
1) როგორია თქვენს მიერ გამოყენებული ნედლეულის მაქსიმალური ზომა?
გაარკვიეთ იმ ნედლეულის
მაქსიმალური ზომა,
რომელსაც თქვენ ძირითადად იყენებთ მუშაობისას და
მოდელის სამუშაო არეალის მოცულობა, რომელიც თქვენს მოთხოვნებს ყველზე მეტად
შეესაბამება.
უფრო ფართო სამუშაო არეალი საშუალებას იძლევა ერთი გაშვებით უფრო მეტი ნაჭერი
დამუშავდეს.
2) რა სახის მასალებს
იყენებთ მუშაობისას?
სწორი სიმძლავრის შერჩევა დამოკიდებულია იმ
მასალაზე რომელსაც თქვენ გამოიყენებთ მუშაობისას.
თუმცა ჩვენი მცირე სიმძლავრიანი (30 ვატი) სისტემებით შესაძლებელია მასალათა
უმეტესობა დაჭრათ
ან გრავირება გააკეთოთ. ლაზერის სიმძლავრე და სიჩქარე პირდაპირ არიან ერთმანეთთან
დაკავშირებული.
ისეთი მასალები როგორიცაა ორგანული მინა, შეღებილი ლითონები და ლაზერირებადი
პლასტმასი შესაძლოა
ამოიტვიფროს დაბალი სიმძლავრის ლაზერით და მაღალი სიჩქარით. სხვა მასალებთან
მაგალითად ხე,
რეზინა იმიმუშავებს დაბალი სიმძლავრითაც, თუმცა უმჯობესია მეტი სიმძლავრე რათა
მაღალი
სიჩქარით შესძლოთ მუშაობა.
3) რა მოცულობისაა თქვენი სამუშაო?
უფრო ჩქარი გრავირების შესაძლებლობა უფრო მეტი
სამუშაოს გაკეთების საშუალებას იძლევა,
რაც დაგეხმარებატ მეტი მოგების მიღებაში. თუ თქვენი სამუშაო მცირეა, მაშინ
გრავირების მაქსიმალური
სიჩქარე ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე ზომა და სიმძლავრე. თუ თქვენი წარმოების
მოთხოვნები მაღალია,
მაშინ თითოეული წამიც კი მნიშვნელოვანია.
4) რა მოცულობისაა თქვენი ბიუჯეტი?
ეპილოგის პროდუქცია შემუშავებულიისე, რომ
წარმოადგინოს მაქსიმალური ხარისხი თითოეული თქვენს
მიერ გადახდილი დოლარის სანაცვლოდ. ეპილოგის მიერ შემოთავაზებული ლაზერული მოდელების
სპექტრი
იმდენად
მრავალფეროვანია, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ
ის სასურველი ზომა,
სიმძლავრე და
სიჩქარე ამ მრავალფუნქციონალურ სისტემაში, რომელიც მაქციმალურად მიესადაგება
თქვენს
მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 91–11–22